განათავსე
მთავარი
Yeni Ilan EKlemek icin Tiklayiniz

გაცნობა,ახალი ამბები > ახალი ამბები

დეტალები
განცხადების ნომერი 789573

1 GEL
თბილისი / / /
განცხადების თარიღი
 09 იანვარი 2018
წინა
შემდეგი
საკონტაქტო ინფორმაცია
Xatuna Shqareyli

რეგისტრაციის თარიღი : 08 იანვარი 2018
სახლი
0950955

მობილური
558805511
სხვა განცხადებები
+ რჩეულებში
შეტყობინება
ამობეჩდე
ფრეტენზია მაქვს
Paylaş
განცხადების აღწერა
"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს
უკანასკნელად, დაახლოებით, ორი წლის წინ ვინახულე - ჩვენი მედიასახლის ერთ-ერთი პროექტისთვის აგათა კრისტიზე საუბარი ვთხოვე და ტელეფონით ჩაწერას ჩემი მასთან სტუმრობა არჩია. შინ ვეწვიე. ეტლში იჯდა და შეუძლოდ იყო, მაგრამ "დეტექტივების დედოფალზე" მაინც დაუზარლად მელაპარაკა..

მუდამ აღმაფრთოვანებდა ამ ქალბატონის ამოუწურავი შესაძლებლობები, ძალა, ენერგია, განათლების მასშტაბი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება... რაც გინდა გეკითხა, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ვითარებაში, საქმიანად, პროექტებთან დაკავშირებით, უბრალოდ, დასახმარებლად, რჩევისთვის, არასდროს დაგზარდებოდა და არც დაგამადლიდა - პროფესიულად გიპასუხებდა და ჩაკითხვაც არ დაგჭირდებოდა...

რამდენჯერმე შევხვედრილვართ, მაგრამ 
 
 
 
 
-0:04
 
 
 
 
მათგან ერთი, ფაქტობრივად, პირველი - ჟურნალისტისა და რესპონდენტის ამპლუაში, ზუსტად 10 წლის წინ, დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის. თაობების აღმზრდელი, მკაცრი და პრინციპული ქალბატონი იმ დღეს სრულიად სხვა კუთხით დავინახე...

აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ ინტერვიუზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამიბარა და იმ შეხვედრას მისი განუყრელი მეგობარი და თანაკლასელი, კოლეგა და აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძეც ესწრებოდა. თანაკლასელებს 1929-1939 წლების სასკოლო ამბები უნდა გაეხსენებიათ, თავის ბავშვობასა და კლასზე უნდა ესაუბრათ. კითხვაც არ მქონდა დასმული, ბატონმა ოთარმა სიცილით რომ მითხრა, - იცით, მარიკა რა საშინელი იყოო?! ვიდრე ნათქვამს გავიაზრებდი, დააყოლა:

ანა მაბრაზებდა? თბილისის 25-ე შრომის სკოლაში, დღეს 53-ე საჯარო სკოლა რომ ჰქვია, მეორე კლასში სწავლისას გადმოვიდა ჩვენთან და საკლასო ოთახში რომ შემოიყვანეს, შევცბით: პატარა, გამხდარი, დიდი ბაფთით, სულ "დაბამბული" იყო. მერეც ასე "დაბამბული" დადიოდაო. თავიდან შესახედავად არ მოსწონებიათ კლასელებს, მაგრამ მალევე კლასში პირველი მოწაფე გამხდარა და ბევრს შეჰყვარებია კიდეც.

ფრიადოსანი გოგონები, ხომ, ყოველთვის უყვარდებათ ბიჭებს! მერე ყველას მოუნდომებია მასთან დაახლოება, დამეგობრება, მის გვერდით დაჯდომა, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად გადაეწერათ მისგან. ქალბატონი მარიკა მიყვებოდა, მან და მისმა ორმა მეგობარმა გოგონამ - ირა ასათიანმა და ჟუჟუნა ლეჟავამ როგორ შექმნეს ჯგუფი "კანარა" - მარი-კა, ჟუჟუ-ნა და ი-რა. წარმოიდგენდით, რომ მეექვსეკლასელი მარიკა ლორთქიფანიძე "შატალოზეც" დადიოდა და თანაკლასელ გოგონებთან ერთად ჟურნალსაც იპარავდა? მაღალ კლასებში კი მეგობრებთან ერთად საიდუმლო ორგანიზაციას აყალიბებდა და იმ ეპოქის გადასახლებებისა და დახვრეტების მიუხედავად, იმჟამინდელი სახელმწიფოს წყობაზე უშიშრად საუბრობდა, ლანძღავდა კომუნისტებს, სტალინს, ბერიას და პროკლამაციებსაც კი გააკრავდა, ამხანაგის მამას რომ არ წაესწრო და შეეჩერებინა მეამბოხე ბავშვები!

ყველაფრის მიუხედავად, ძალიან წარჩინებული მოსწავლე ყოფილა: მერე და მერე, როგორიც მეჯავრებოდა, სწორედ ისეთი ფრიადოსანი ვიყავიო, - ამბობდა. გაკვეთილის უსწავლელად, თურმე, არაფრით წავიდოდა სკოლაში. ხშირად ავადმყოფობდა და ბავშვები შინ აკითხავდნენ, დავალებები რომ ჩაეწერინებიათ. თვითონ კი, ცუდად მყოფიც მეცადინეობდა.

ბატონი ოთარი იხსენებდა: ჩვენი თავშეყრის ადგილი მარიკას საშინლად პატარა ბინა იყო. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა - დეიდა ნინა და ძია დავითი. ვთამაშობდით "ბრის ილი მიაუს" ან ბოთლს ვატრიალებდით და ვისი მიმართულებითაც გაჩერდებოდა, დამტრიალებელს მისთვის უნდა ეკოცნა. მაშინ კოცნა ასეთი იოლი კი არ იყო, დღეს რომ არისო!

ქალბატონ მარიკას შინ პატეფონიც ჰქონია, რაც იმხანად დიდი იშვიათობა იყო. ფირფიტებიც ჰქონდათ და ღამეებს ათენებდნენ "ტანგოსა" და "ფოქსტროტის" ცეკვაში..

16 ნაჩვენები.

ამ განცხადების სოციალური მედია გაზიარე :
  • ინსტიტუციური
  • ჩვენი მომსახურება
  • წესები
უსაფრთხო გაყიდვები
რას უნდა ყურადღება მიაქციონ, როდესაც ყიდულობენ ან ყიდიან?
დააჭირეთ და ისწავლე!
axalisaqme.ge Facebook'ში
axalisaqme.ge'საქართველოს უპასო განცხადების საიტი. axalisaqme.ge დღიური განცხადებები.

Copyright 2018 © axalisaqme.ge ყველა უფლება დაცულია...



900
900