განათავსე
მთავარი
Yeni Ilan EKlemek icin Tiklayiniz

გაცნობა,ახალი ამბები > ქალი ეძებს მამაკაცს

დეტალები
განცხადების ნომერი 244227

გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი ,...

  • გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი ,
1 GEL
თბილისი / / /
განცხადების თარიღი
 09 იანვარი 2018
წინა
შემდეგი
საკონტაქტო ინფორმაცია
Xatuna Shqareyli

რეგისტრაციის თარიღი : 08 იანვარი 2018
სახლი
0950955

მობილური
558805511
სხვა განცხადებები
+ რჩეულებში
შეტყობინება
ამობეჩდე
ფრეტენზია მაქვს
Paylaş
განცხადების აღწერა
გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი ,"ამაზონ FBA-ზე" დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ
"ამაზონ FBA" - ეს არის პროგრამა, რომელმაც სრულიად შეცვალა ხედვა, რომ უდიდეს პლატფორმა „ამაზონზე" მხოლოდ დიდ და მასშტაბურ კომპანიებს აქვთ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. მისი საშუალებით, ნებისმიერ კერძო გადამყიდველს, მცირე მეწარმესა თუ ხელნაკეთი ნივთების შემქმნელს დაახლოებით მსოფლიოს 100 ქვეყნიდან საშუალება აქვს, თავად მოიძიოს ან დაამზადოს ის პროდუქტი, რომელიც ძვირი ღირს "ამაზონზე" და გააგზავნოს/განათავსოს მის საწყობში. გიგანტი კომპანია მიიღებს, დაასაწყობებს, გაუგზავნის ადრესატს და პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციასაც თავად უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ამ საქმიანობის დასაწყებად, მინიმალური საწყისი ინვესტიცია, დაახლოებით 
 
1000 - 2500 აშშ დოლარს შეადგენს. და რაც მთავარია, ეს პროგრამა ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომია. ლევან მოლაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ბიზნესი "ამაზონ FBA-ზე" დაიწყო და 1 ლარად შექმნილი პროდუქტი 12,5 დოლარად გაყიდა. ლევანმა "პალიტრა ჯგუფთან" თანამშრომლობით ახლახანს შექმნა კომპანია Amazon Export Hub, რომელიც მსურველებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართვასა და წარმატებულ საქმიანობაში სხვადასხვა კუთხით დაეხმარება.

"ამ პროგრამის შესახებ უკრაინელებისგან შევიტყვეთ მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის კურსი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში დაეცა. "ამაზონ FBA"თანხის ამერიკულ ვალუტაში გამომუშავების კარგი საშუალებაა," - განმარტავას Amazon Export Hub-ის თანადამფუძნებელი ლევან მოლაშვილი.



მოგვიყევით "ამაზონ FBA-ს" პროგრამის შესახებ. რით განსხვავდება ის "ამაზონზე" პროდუქციის ტრადიციული გაყიდვისგან და რა არის მისი უპირატესობები?

ეს არის საუკეთესი შესაძლებლობა მცირე მეწარმეებისთვის, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტი იძლევა და მისი მთავარი უპირატესობა დიდი ფასთაშორისი სხვაობაა. მისი საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებული არის ელექტრონული კომერციითა და პროდუქციის გაყიდვით, აქვს საშუალება, თავისი თუ სხვისი პროდუქცია გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. ეს პროგრამა არის მათთვის, ვინც საკუთარი ხელით ამზადებს პროდუქციას, მათთვის, ვინც უბრალოდ ერკვევა ელექტრონულ კომერციაში და შეუძლია პროდუქციის იაფად მოძიება ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე. პროგრამა საინტერესოა კომერციულად მომგებიანი იდეების მაძებარ და ამ იდეების დაფინანსების შესაძლებლობის მქონე პიროვნებებისთვის."ამაზონ FBA" პროგრამით, თითოეულ ასეთ ადამიანს საწყის ეტაპზე ამერიკული ბაზარი სრულად ეხსნება. მას უპრობლემოდ შეუძლია ამ პროდუქციის გაგზავნა როგორც კანადურ, ასევე მექსიკურ ბაზარზე. თითოეულ ბაზარზე პროდუქციის განთავსება და დასაწყობება ყოველთვიურად მხოლოდ 40 დოლარი ღირს, რაც ამ პროცესს ფინანსურად ძალიან ხელსაყრელს და ხელმისაწვდომს ხდის.


ამ ყველაფრის მთავარი უპირატესობა და ხიბლი კი ისაა, რომ შემოსავლის მიღება ამერიკული ვალუტაში ხდება. ეს კი ქართულ ვალუტაში კონვერტაციის შემთხვევაში მოგების საკმაოდ მაღალ მარჟას გვთავაზობს.

საქართველო რამდენადა აქტიურად არის ჩართული "ამაზონ FBA" პროგრამაში?

სამწუხაროდ, მიუხედავად "ამაზონის" ახალი პროგრამის დიდი წარმატებისა, საქართველო ძალიან მცირედით არის ჩართული ამ პროცესში. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, როდესაც ჩვენი უკრაინელი, რუსი და ყაზახი კოლეგები აქტიურად ჩაერთნენ პროგრამაში. დღეისათვის ამაზონზე ვაჭრობს რამდენიმე დიდი ქართული კომპანია, ძირითადად ღვინის ინდუსტრიაში. მიუხედავად "ამაზონის" ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობებისა, ამ საკითხს აშკარად ნაკლები ყურადღება ექცევა. არსებობს რამდენიმე მცირედი გადამყიდველი, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო და ზოგადად, კავკასიის რეგიონი პრაქტიკულად არ არის ჩართული ამ პროცესში.


თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელმაც "ამაზონ FBA" პროგრამაში მიიღეთ მონაწილეობა. მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ. 

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა. აქცენტი გავაკეთეთ ნატურალური პროდუქციისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებზე, რომელთა დამზადებაც რეალურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა და "ამაზონზე" საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჩვენი პირველი პროდუქტი, რაც "ამაზონზე" გავყიდეთ იყო თიხის ნივთები, რომლებიც საქართველოში 1 ლარად დავამზადეთ და დღემდე ვყიდით 12,59 დოლარად. შემდეგ დაემატა ხის პროდუქციაც, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით იყიდება.



პირველი წარმატების შემდეგ შექმენით კომპანია Amazon Export Hub. რა მიმართულებით საქმიანობს თქვენი კომპანია?

ამ მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპი იყო Amazon Export Hub, რომელიც "პალიტრა ჯგუფთან" ერთად შეიქმნა. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ნებისმიერი პროცესი, რომელიც პროდუქციის ამაზონზე გაყიდვას უკავშირდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 3 მიმართულებაზე. პირველ რიგში ეს არის სწავლება. კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, ამასთანავე, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების ("ლისტინგის") საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (სეო, დარანკვა). მომხმარებლებს შევთავაზებთ ე.წ. აუთსორს მომსახურებას, რომელიც მოიცავს მომხმარებლის მხრიდან პროდუქციის მიღების შემდგომ, უზრუნველვყოფთ ამ პროდუქციის ჩაბარებას ამაზონის საწყობებში შესაბამისი, გამზადებული „ლისტინგით". ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვს და მისი განხორციელების მცირედი შესაძლებლობაც კი არ გააჩნია, დაფინანსების მოძიებას ვთავაზობთ. რიგ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ დავაფინანსოთ.

კომპანია ახალი დაფუძნებულია და იანვრის ბოლოს ვგეგმავთ მის წარდგენას და პირველი სასწავლო კურსის დაწყებას. გვინდა, საზოგადოებას ვასწავლოთ, რომ ეს არის რეალური შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ მინიმალური ინვეტსიციით მთელმა მსოფლიომ გაიცნონ და მოგების საკმაოდ მაღალი მარჟა მიიღონ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს "ამაზონი" საუკეთესო სტარტაპ სივრცედ დასახელდა.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც "ამაზონ FBA" პროგრამაში ჩართვა სურთ?

ჩემი მთავარი რჩევაა, რომ ყოველთვის ინფორმაციის ძიების რეჟიმში იყვნენ. ეძიეთ იდეები და არ დაგავიწყდეთ, რომ "ამაზონი" ამოუწურავი შესაძლებლობების საბადოა. შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში დაფინანსება არ ჰქონდეთ, მაგრამ მაინც სულ იდეების ძიებაში უნდა იყოთ. კარგ იდეას ყოველთვის გამოუჩნდება განხორციელების შესაძლებლობები.

40 ნაჩვენები.

ამ განცხადების სოციალური მედია გაზიარე :
  • ინსტიტუციური
  • ჩვენი მომსახურება
  • წესები
უსაფრთხო გაყიდვები
რას უნდა ყურადღება მიაქციონ, როდესაც ყიდულობენ ან ყიდიან?
დააჭირეთ და ისწავლე!
axalisaqme.ge Facebook'ში
axalisaqme.ge'საქართველოს უპასო განცხადების საიტი. axalisaqme.ge დღიური განცხადებები.

Copyright 2018 © axalisaqme.ge ყველა უფლება დაცულია...



900
900