განათავსე
მთავარი
Yeni Ilan EKlemek icin Tiklayiniz

გაცნობა,ახალი ამბები > ახალი ამბები

დეტალები
განცხადების ნომერი 976332

მალხაზ მაჩალიკაშვილი:

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი:
1 GEL
თბილისი / / /
განცხადების თარიღი
 09 იანვარი 2018
წინა
შემდეგი
საკონტაქტო ინფორმაცია
Xatuna Shqareyli

რეგისტრაციის თარიღი : 08 იანვარი 2018
სახლი
0950955

მობილური
558805511
სხვა განცხადებები
+ რჩეულებში
შეტყობინება
ამობეჩდე
ფრეტენზია მაქვს
Paylaş
განცხადების აღწერა
 
10:46 / 09-01-2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი: "არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა"
ჩემს ქართველ დებთან და ძმებთან რაღაც შუღლი მქონდეს, რაღაც ბრძოლა იქნეს წამოწყებული, მე ეს არ მინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, "ამ გაუგებრობაში სახელმწიფოა დამნაშავე და არა მოსახლეობა".

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, ისინი ითხოვენ, რომ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება მოხდეს.

"ჩეჩნეთი 1 მილიონით რუსეთის 146-მილიონიან იმპერიას ებრძოდა, მაგრამ მიუხედავად ამ სიმცირისა ებრძოდა. მე არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ 
 
 
 
 
-0:00
 
 
 
 
წავიდე. თუნდაც 10 შვილი რომ დავკარგო, მე ეს არ მინდა, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მე არაფერს ვითხოვ. როგორც დაღუპეს ჩემი შვილი, ისე წაიყვანონ ბერლინის კლინიკაში, ან აალაპარაკონ, ან რაღაც თქვან, ან ეშინიათ იმის, რომ ამ ბიჭს სადღაც რაღაც ჰქონდა გაგონილი და იმიტომ გაწირეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინფორმაციით, მათ გუშინ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღეს თანხმობა, რომ კლინიკა მათი დაჭრილი შვილის მიღებისთვის მზად არის. მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისის სამედიცინო დაწესებულებასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა, სურს მისი შვილი უკეთეს ადგილზე გადაიყვანოს.

მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან უმალავდნენ, რომ გერმანული კლინიკა პაციენტის მიღებაზე თანახმა იყო, დამალვის მიზეზად კი სხვადასხვა უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ან მატერიალურ მხარეს ასახელებს.

"5 იანვარს ბერლინში მოხდა კლინიკის შერჩევა, გადაეგზავნათ ჩემი შვილის მონაცემები, თუმცა, მეორე დღეს მივიღეთ პასუხად უარი, გადატვირთულობის გამო. შემდეგ ავსტრიაში გადავაგზავნეთ საბუთები და იქიდანაც უარი მოგვივიდა პასუხად. დარჩა ერთ-ერთი კლინიკა თურქეთში, რომელიც არ განსხვავდება თბილისის კლინიკისგან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი კლინიკაა, მაგრამ მე ვცდილობ ბავშვი უკეთეს ადგილზე გადავიყვანო. შემდეგ გერმანიაში დავურეკე ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს გერმანიაში და ვთხოვე გადაემოწმებინათ იმ კლინიკაში ინფორმაცია, თუ რატომ თქვეს უარი, ან თქვეს თუ არა საერთოდ უარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი.

მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აღნიშნული კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ გააკეთა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, უწყებამ გერმანიის "შარიტეს" კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო. 

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
 
 

17 ნაჩვენები.

ამ განცხადების სოციალური მედია გაზიარე :
  • ინსტიტუციური
  • ჩვენი მომსახურება
  • წესები
უსაფრთხო გაყიდვები
რას უნდა ყურადღება მიაქციონ, როდესაც ყიდულობენ ან ყიდიან?
დააჭირეთ და ისწავლე!
axalisaqme.ge Facebook'ში
axalisaqme.ge'საქართველოს უპასო განცხადების საიტი. axalisaqme.ge დღიური განცხადებები.

Copyright 2018 © axalisaqme.ge ყველა უფლება დაცულია...



900
900