განათავსე
მთავარი
Yeni Ilan EKlemek icin Tiklayiniz

გაცნობა,ახალი ამბები > ახალი ამბები

დეტალები
განცხადების ნომერი 837605

მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც ქმარ­მა ორ­ჯერ აღ­მო­ა­ჩი­ნა -...

  • მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც ქმარ­მა ორ­ჯერ აღ­მო­ა­ჩი­ნა -
555 GEL
თბილისი / / /
განცხადების თარიღი
 09 იანვარი 2018
წინა
შემდეგი
საკონტაქტო ინფორმაცია
Xatuna Shqareyli

რეგისტრაციის თარიღი : 08 იანვარი 2018
სახლი
0950955

მობილური
558805511
სხვა განცხადებები
+ რჩეულებში
შეტყობინება
ამობეჩდე
ფრეტენზია მაქვს
Paylaş
განცხადების აღწერა

19:57 / 09-01-2018

მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც ქმარ­მა ორ­ჯერ აღ­მო­ა­ჩი­ნა - "თო­ჯი­ნებს ბავ­შ­ვი­ვით ეფე­რე­ბა და ელა­პა­რა­კე­ბა"
"აზ­რე­ბი თა­ვი­სით მო­დის, არ ვფიქ­რობ რა დავ­ხა­ტო. უცებ ვდგე­ბი და ვიწყებ ხატ­ვას, ტი­ლო­ზე ისე გად­მო­მაქვს ნა­აზ­რე­ვი, რომ არ ვი­ცი, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­მო­მი­ვა. ერ­თა­დერ­თი, რაც მჭირ­დე­ბა, მუ­შა­ო­ბის დროს სიწყ­ნა­რეა, ფიქ­რე­ბი რომ არ გა­მე­ფან­ტოს. რო­ცა ვას­რუ­ლებ, მე­რე პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით ვე­ფე­რე­ბი. ყო­ველ­თ­ვის ბო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და მგო­ნია, რომ ის ყვე­ლა­ზე კარ­გია, ჩე­მი არც ერ­თი ნა­ხა­ტი, არც ერ­თი ნივ­თი ერ­თ­მა­ნეთს არ ჰგავს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს", - ამ­ბობს მხატ­ვა­რი სვეტ­ლა­ნა ჭო­ჭუა და თა­ვის ნა­მუ­შევ­რებს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. რო­გორც კი მის 
 
სახ­ლ­ში ფეხს შედ­გამ, მა­შინ­ვე ხვდე­ბი, რომ შე­მოქ­მე­დის სახ­ლ­ში ხარ.

შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს მდი­და­რი ფან­ტა­ზია და მარ­ჯ­ვე ხე­ლე­ბი რომ აქვთ, ამა­ში მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი უთუ­ოდ და­გარ­წ­მუ­ნებთ. ოთა­ხე­ბის კედ­ლებს მი­სი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ტურ­მორ­ტე­ბი და პე­ი­ზა­ჟე­ბი ამ­შ­ვე­ნებს, მის ნა­ხა­ტებ­ში ყვე­ლა ფერს აღ­მო­ა­ჩენთ, გა­მორ­ჩე­უ­ლი ფე­რი არ აქვს. გარ­და ნა­ხა­ტე­ბი­სა, იქ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ნივთს წა­ვაწყ­დი სვე­ტას ხე­ლით შექ­მ­ნილს.

ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი დე­კო­რა­ტი­ულ თი­ხა­ზეც მუ­შა­ობს და ულა­მა­ზე­ს ნა­მუ­შევ­რებს ქმნის.
სვეტ­ლა­ნა აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ ოჩამ­ჩი­რე­ში და­ი­ბა­და, 3 წლის იყო, მი­სი მშობ­ლე­ბი საცხოვ­რებ­ლად პე­ტერ­ბურ­გ­ში რომ წა­ვიდ­ნენ. სწო­რედ იქ გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, თე­მურ ჭო­ჭუა და სა­ბო­ლო­ოდ ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

სვეტ­ლა­ნა ჭო­ჭუა:
- 1991 წლი­დან თბი­ლის­ში ვარ, ჩე­მი მშობ­ლე­ბიც აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რად­გან მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო. მე­რე ისევ გა­და­იკ­ვე­თა ჩე­მი და თე­მუ­რის გზე­ბი და ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით. მშობ­ლე­ბი ისევ დაბ­რუნ­დ­ნენ პე­ტერ­ბურ­გ­ში და ახ­ლა იქ არი­ან.

- ხატ­ვა რო­დის და­იწყეთ?
- ბავ­შ­ვო­ბი­დან ვხა­ტავ. ხატ­ვა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია, მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა არ შე­მიძ­ლია, სწო­რედ ამი­ტომ ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია. პე­ტერ­ბურ­გ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძნე­ლია მხატ­ვ­რო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბა ვერ შევ­ძე­ლი, არა­და, ძა­ლი­ან მინ­და ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს. გარ­და მხატ­ვ­რო­ბი­სა, თი­ხა­ზეც ვმუ­შა­ობ, ჩე­მით შე­ვის­წავ­ლე და დე­კო­რა­ტი­უ­ლი თი­ხის­გან სა­ავ­ტო­რო თო­ჯი­ნებს ვა­კე­თებ. ფა­ი­ფუ­რის თო­ჯი­ნე­ბი ყვე­ლას მოს­წონს და მი­ხა­რია, რომ ჩე­მი შექ­მ­ნი­ლი არც ერ­თი თო­ჯი­ნა ერ­თ­მა­ნეთს არ ჰგავს. თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა წლე­ბის წინ და­ვიწყე. ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი მიყ­ვარს. აქ რა­საც ხე­დავთ, კე­რა­მი­კუ­ლი თი­ხით მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, კარ­გია ნამ­დ­ვილ თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ღუ­მე­ლი არ მაქვს, თი­ხის გა­მოწ­ვა რომ შევ­ძ­ლო.

- გარ­და თო­ჯი­ნე­ბი­სა, უამ­რა­ვი სხვა ლა­მა­ზი ნივ­თი გაქვთ თი­ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ძნე­ლია მას­ზე მუ­შა­ო­ბა?
- მხატ­ვ­რის­თ­ვის არ არის თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა ძნე­ლი, სის­ტე­მა­ტუ­რად ვამ­ზა­დებ ფუ­ლის ჩა­საყ­რელ სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის და ზო­მის ყუ­ლა­ბას, ასე­ვე, სამ­კა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დებ ყუ­თებს და ნიღ­ბებს.

- თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი იყი­დე­ბა?
- ყვე­ლა­ზე კარ­გად ძვე­ლი თბი­ლი­სის ხე­დე­ბი იყი­დე­ბა, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ. მა­ღა­ზი­ა­ში ვა­ბა­რებ. არ შე­მიძ­ლია ტრა­ფა­რე­ტუ­ლად ვხა­ტო. ტრი­დე­ზე ვმუ­შა­ობ და ასე­თი ნა­ხა­ტე­ბი უფ­რო მე­ტად მოს­წონთ. რა გან­წყო­ბა­ზეც ვარ, იმის მი­ხედ­ვით ან ვხა­ტავ, ან თი­ხის­გან ვძერ­წავ. რაც მთა­ვა­რია, ჩე­მი მე­უღ­ლე და ვა­ჟი, ძა­ლი­ან მიწყო­ბენ ხელს მუ­შა­ო­ბა­ში. ახ­ლა ვა­პი­რებ ჩე­მი სა­ი­ტი გა­ვა­კე­თო, ამა­ში ვა­ჟი და­მეხ­მა­რე­ბა, ის პროგ­რა­მის­ტია. რა­საც ვქმნი, ყვე­ლა­ფერს გუ­ლით ვა­კე­თებ და მას­ში მთელ ენერ­გი­ას ვდებ..

10 ნაჩვენები.

ამ განცხადების სოციალური მედია გაზიარე :
  • ინსტიტუციური
  • ჩვენი მომსახურება
  • წესები
უსაფრთხო გაყიდვები
რას უნდა ყურადღება მიაქციონ, როდესაც ყიდულობენ ან ყიდიან?
დააჭირეთ და ისწავლე!
axalisaqme.ge Facebook'ში
axalisaqme.ge'საქართველოს უპასო განცხადების საიტი. axalisaqme.ge დღიური განცხადებები.

Copyright 2018 © axalisaqme.ge ყველა უფლება დაცულია...



900
900