განათავსე
მთავარი
Yeni Ilan EKlemek icin Tiklayiniz

გაცნობა,ახალი ამბები > ახალი ამბები

დეტალები
განცხადების ნომერი 569493

შერრებაეკილების

  • შერრებაეკილების
1 GEL
თბილისი / / /
განცხადების თარიღი
 09 იანვარი 2018
წინა
შემდეგი
საკონტაქტო ინფორმაცია
Xatuna Shqareyli

რეგისტრაციის თარიღი : 08 იანვარი 2018
სახლი
0950955

მობილური
558805511
სხვა განცხადებები
+ რჩეულებში
შეტყობინება
ამობეჩდე
ფრეტენზია მაქვს
Paylaş
განცხადების აღწერა
შერრებაეკილების" ცნობილი მსახიობი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა - აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვ
გარდაიცვალა მსახიობი აბრეკ ფხალაძე. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა და შექმნილი აქვს არაერთი როლი როგორც სცენაზე, ისევე კინოში, მაგრამ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი მაინც ნოშრევან კუჭუხიძეა, ფილმიდან "შერეკილები". საავადმყოფოს უფროსი, ექიმი, რომელიც ციხიდან გაქცეულ "შერეკილებს" თავისი მეთოდით მკურნალობს. მაყურებელს არ ავიწყდება მისი ცნობილი ფრაზა - "აბი, გუკოზა" და მკურნალობის მეთოდი "ბროწეულის ოყნებით"... 

აბრეკ ფხალაძის სახე კიდევ არაერთმა ფილმმა შემოინახა ("სამოთხის გვრიტები", "მეტიჩარა," "ადამიანთა სევდა" და სხვა)... მსახიობობის პარალელურად, მთელი ცხოვრება იოგით სერიოზულად იყო 
 
დაკავებული და, როგორც ამბობენ, სწორედაც ეს იყო მისი ასწლოვანი ცხოვრების მიზეზიც. 98 წელი მხოლოდ საბუთებით იყო, რეალურად კი 101 წლის გახლდათ (უწინ ხომ დოკუმენტები დაგვიანებით ფორმდებოდა). 



იოგით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. ჩვენში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სისტემაში მოღვაწეობდა და ადამიანებს ეხმარებოდა, მათ მკურნალობას და გაჯანსაღებას ეწეოდა. ჰყავს ბევრი პაციენტი და მოსწავლე. როგორც მისი მოსწავლეები და უკვე მისი მიმდევრები ამბობენ, აბრეკმა მათ ასწავლა იოგას სისტემის სწორი გაგება, რომ იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში სხეულისთვის, ეს სრულყოფისთვის გამიზნული ფილოსოფიაა, ბრძოლა საკუთარ თავთან... 

ერთ-ერთი მოსწავლე კი მსახიობის მიერ "შერეკილებში" შექმნილ დაუვიწყარ სახეს იხსენებს, რომელიც ყველასთვის შთამბეჭდავია. მისი თქმით, "აბი, გუკოზა" - აბრეკის საკუთარი ფრაზა ყოფილა, რომელიც რეჟისორს თავად შესთავაზა, ელდერ შენგელაიასაც მოეწონა და დატოვა კიდეც ფილმში. ბატონი აბრეკის პერსონაჟი ყველაფერს მკურნალობს, რითაც უნდა გახდეს ცნობილი და თავისი ფრანგი მასწავლებლის ერთგული მოსწავლე.

დღეს კი თბილ, გულისხმიერ ბაბუას ყველა უკვე დიდი სიყვარულით იხსენებს, საკუთარ მოძღვრად მიიჩნევს, თუმცა დაფასება ამ ადამიანებისგან არც სიცოცხლეში აკლდა. როგორც ამბობენ, აბრეკი ბაბუა ცხოვრების ბოლოსაც ისეთივე შემართებული და მხნე იყო, როგორც ახალგაზრდობაში...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
 
 

15 ნაჩვენები.

ამ განცხადების სოციალური მედია გაზიარე :
  • ინსტიტუციური
  • ჩვენი მომსახურება
  • წესები
უსაფრთხო გაყიდვები
რას უნდა ყურადღება მიაქციონ, როდესაც ყიდულობენ ან ყიდიან?
დააჭირეთ და ისწავლე!
axalisaqme.ge Facebook'ში
axalisaqme.ge'საქართველოს უპასო განცხადების საიტი. axalisaqme.ge დღიური განცხადებები.

Copyright 2018 © axalisaqme.ge ყველა უფლება დაცულია...



900
900